ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის ტრემორი – დაბალსიხშირიანი ტრემორი, რომელიც ვლინდება მშვიდ მდგომარეობაში, მაგრამ მნიშვნელოვანდ ძლიერდება მოძრაობის დროს და პიკს აღწევს მიზნის მიღწევისას. აღინიშნება შუამდებარე ტვინის, იშვიათად – თალამუსის დაზიანების დროს. გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტერნის სინდრომი – (К. Stern)მძიმე ჭკუასუსტობის შერწყმა გუგების რეაქციის გაქრობასთან და კონვერგენციასთან, ტაცებითი და ტუჩის რეფლექსების არსებობასთან; აღინიშნება თალამუსის ორმხრივი სიმეტრიული ატროფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ფატალური ოჯახური ინსომნია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება; პათომორფოლოგიურად აღინიშნება თალამუსის, ნათხემისა და ტვინის ღეროს არჩევითი დაზიანება. ვლინდება საშუალო და ხანშიშესულ ასაკში მძიმე უძილობით, და ვეგეტატიური დარღვევებით, მეხსიერების მოშლით. მკურნალობა სიმპტომატურია. იხ.აგრეთვე : ინსომნია ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბთალამოტომია – (ლათ. წინსართი sub – ქვევით, ქვემოთ + thalamus თალამუსი + ბერძ. tome გაკვეთა) ქირურგიული სტერეოტაქსული ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება თალამუსის ქვევით მდებარე ზოგიერთი ქერქქვეშა სტრუქტურის დაშლა; ხორციელდება ექსტრაპირამიდული სისტემის დაზიანების სამკურნალოდ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოფსოკლონუსი – (ბერძ. klonos – უწესრიგო მოძრაობა; სინონიმები: თვალის მიოკლონია) თვალის კაკლების სწრაფი, ქაოსური, ჰორიზონტალური, შეწყობილი შეტოკვა, რომელიც ძლიერდება ზევით ახედვისას, თვალების დახუჭვისას და შენარჩუნებულია ძილის დროს. უკავშირდება ნათხემის, იშვიათად ტვინის ღეროს ან თალამუსის დაზიანებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა