Tag Archives: თანდაყოლილი

აგენეზია

აგენეზია – (agenesia ბერძნ.a – უარყოფა და genesis – განვითარება) სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ან ორგანოს თანდაყოლილი უქონლობა ან განუვითარებლობა.

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.