Tag Archives: თეთრ

კალიუმი

კალიუმი – (ლათ. Kalium), K, მენდელეევის პერიოდული სისტემის I ჯგუფის ელემენტი, მიეკუთვნება ტუტე მეტალებს. წარმოადგენს მოვერცხლისფრო – თეთრ, რბილ, ადვილლღობ მეტალს. ჰაერზე სწრაფად იჟანგება, შედის მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ქსოვილთა შემადგენლობაში. მედიცინაში კალიუმის ნაერთები გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეტა კრიბლე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეტა კრიბლე – პათომორფოლოგიური ცვლილებები თავის ტვინის ქსოვილში: ხასიათდება ტვინის სისხლძარღვების გარშემო არსებული სითხით ავსებული სივრცეების გაფართოებით. შედეგად თეთრ ნივთიერებაში და ქერქქვეშა კვანძებში ფორმირდება გვირაბების ქსელი, რასაც შესაძლებელია თან ახლდეს ტვინის მიმდებარე ქსოვილის დემიელინიზაცია და ატროფია. დიაგნოსტირდება მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More