Tag Archives: თერაპია

იუნგის სარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იუნგის სარკომა – ავთისებიანი სიმსივნე, რომელიც აღინიშნება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში. ლოკალიზდება უპირატესად გრძელ ლულისებრ ძვლებში. ვლინდება ტკივილით და შეშუპებით სიმსივნის ადგილზე. დამახასიათებელია ტალღისებური მიმდინარეობა ცხელებითა და ლეიკოციტოზით, რაც კლინიკურად მოგვაგონებს ოსტეომიელიტს. მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლსა და ძვლებში. დიაგნოზის დაზუსტება ხდება რენტგენოლოგური გამოკვლევით. მკურნალობა: სხივური

Read More

ინფუზიური თერაპია

ინფუზიური თერაპია – ავადმყოფის ორგანიზმში დიდი რაოდენობის სითხეების შეყვანა. ჩვენებები: სისხლდენის ანაზღაურება, ანტიშოკური და დეზინტოქსიკაციური თერაპია, პარენტერალური კვებისას, წყალ – მარილოვანი ცვლის დარღვევის კორექცია და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი