Tag Archives: თეძოს

ინგვინიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინგვინიონი – (inguinion; ლათ. inguen, inguinis საზარდული; სინ.: საზარდულის წერტილი) ანთროპომეტრიული წერტილი საზარდულის არეში, რომელიც მდებარეობს სიმფიზიონის წერტილსა და თეძოს ძვლის წვეტის წერტილებს შორის შუაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ბუვრეს ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბუვრეს ნიშანი – (L. Bouveret) 1. გამობერვა თეძოს ნაწლავის ბრმა ნაწლავში გადასვლის ადგილის პროექციაზე, მუცლის წინა კედლზე; აღინიშნება მსხვილი ნაწლავის გაუვალობის დროს; 2. (სინ. კუსმაულის სიმპტომი) მუცლის კედლის პერიოდული გამობერვა მუცლის ზედა ნაწილში და მარცხენა თეძოს არეში პილორუსის შევიწროების დროს, განპირობებული კუჭის გაძლიერებული პერისტალტიკით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ბაუგინოსპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაუგინოსპაზმი – (bauhinospasmus) თეძოს ნაწლავის დასასრული ნაწილის კუნთოვანი სფინქტერის სპასტიკური შეკუმშვა; იწვევს ნაწლავის დროებით გაუვალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ბასტედოს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბასტედოს სიმპტომი – (W. A. Bastedo, ამერ. ქირურგი) ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში მსხვილი ნაწლავის კათეტერით ჰაერით გაბერვის დროს; წარმოადგენს ქრონიკული აპენდიციტის ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ბასპერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბასპერის სიმპტომი – (A. Bassler, ამერ. გასტროენტეროლოგი) მტკივნეულობა წერტილზე ზეწოლისას, რომელიც მდებარეობს ჭიპისა და თეძოს ძვლის წინა ზედა წვეტის შემაერთებელი ხაზის შუაში; წარმოადგენს აპენდიციტის ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა