Tag Archives: თიმუსი

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები

Read More

დიუბუას აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუბუას აბსცესი – (P. Dubois, ფრან. გინეკოლოგი; სინ. ბედნარის ცისტა) მკედუკანა ჯირკვლის (თიმუსი) აბსცესი თანდაყოლილი სიფილისის დროს, რომელსაც აქვს ცისტის ფორმა, ამოფენილია ბრტყელი ეპითელით და შეიცავს ლიმფოციტებს, ნეიტროფილურ გრანულოციტებს, ეპითელურ უჯრედებსა და სპიროქეტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დი გეორგეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დი გეორგეს სინდრომი  – (А. М. Di George, ამერ. პედიატრი)მემკვიდრეობითი იმუნოპარეზი, რომელიც  განპირობებულია მკერდუკანა (თიმუსი) და ფარისებრახლო ჯირკვლების აპლაზიით; დამახასიათებელია ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება; ვლინდება მორეციდივე პნევმონიებით, ოტიტებით, დერმატიტებით, ასევე ტეტანიისა და ჰიპოკალციემიის მოვლენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.