Tag Archives: თირკმელებში

ოსიფიკატები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსიფიკატები – (ლათ. Os, ossis ძვალი + facere კეთება; სინ.: ჰეტეროგენური გაძვალება) პათოლოგიური გაძვალების კერები, რომლებიც წარმოიქმნება ჩონჩხის ძვლების გარეთ. ოსიფიკატები შესაძლებელია განვითარდეს კუთებში, მყესებში, იოგებში, შესაძლოა შეგვხვდეს აგრეთვე პერიკარდში, პლევრაში, ფილტვებში, ბრონქებში, ღვიძლში, თირკმელებში, საშვილოსნოში, ლიმფურ კვანძებში. კლინიკურ პრაქტიკაში ოსიფიკატორებს ავლენენ რენტგენოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ნეირონული ცეროიდ – ლიპოფუსცინოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონული ცეროიდ – ლიპოფუსცინოზები – მემკვიდრეობითი ნეირომეტაბოლური დაავადებების ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებულია ლიზოსომების ცილების სინთეზის დარღვევასთან. ხასიათდება ავტოფლუორესცენტული ლიპიდშემცველი პიგმენტების დაგროვებით ნერვულ სისტემის უჯრედებში, ლორწოვან გარსებში, კუნთებში, ძვლის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში, ლიმფურ კვანძებში. კლინიკურად ვლინდება პროგრესირებადი მიოკლონური ეპილეფსიით, დემენციისა და გონებრივი ჩამორჩენის განვითარებით, ნათხემოვანი ატაქსიით, სხვადასხვა ექსტრაპირამიდული დარღვევებით,

Read More

მალპიგის სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მალპიგის სხეულაკები – 1. თირკმელებში არტერიული კაპილარების გორგლები, რომელშიც ხდება სითხის ფილტრაცია სისხლიდან საშარდან მილაკებში; 2. ელენთის რეტიკულურ ქსოვილში ლიმფოიდური კვანძები, რომლებშიც წარმოიქმნება ლიმფოციტები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გორგლოვანი ფილტრაცია

გორგლოვანი ფილტრაცია – თირკმელებში წყლისა და პლაზმის დაბალმოლეკულური კომპონენტების ფილტრაციის პროცესი გორგლოვანი ფილტრის გავლით, რომელიც ნაკლებად განვლადია მაღალმოლეკულური ნივიერებებისათვის, მაგალითად, ცილებისათვის. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,არჩილ შენგელია.სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაიუოტერსის სინდრომი – კრაშ – სინდრომი – თირკმლის მწვავე უკმარისობა კუნთოვანი ქსოვილის ვრცელი დაზიანებისას ხანგრძლივი ზეწოლისა და დაბეჟვის შედეგად. აღინიშნება ანურია, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, აზოტემია, მეორადი ანემია, ლეიკოციტოზი, ჰიპერკალიემია. დიურეზის აღდგენისას თავს იჩენს გამოხატული ალბუმინ – კრეატინ – ჰემოგლობინ – მიოგლობინურია. ღვიძლში და თირკმელებში ჩნდება ნეკროზული კერები.

Read More