Tag Archives: თმა

თმის მოვლა

თმის მოვლა

ერთი შეხედვით შესაძლოა, თქვენი თმა ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ შეიძლება მრავალი პრობლემა გქონდეთ მოსაგვარებელი – დარღვეულია თმის სტრუქტურა, გაყოფილია თმის ბოლოები, თმა მშრალი და მტვრევადია, დაკარგული აქვს ტენიანობა და დრეკადობა და ა. შ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ეკოლოგია, კვება, ხისტი წყლის ზემოქმედება, ზაფხულში მზის მცხუნვარე სხივების, ხოლო ზამთარში ყინვის მავნე გავლენა. ასევე არასწორად შერჩეული შამპუნი ან ბალზამი, სავარცხელი, ფენის ტემპერატურა, – ანუ ყველა ის პროცედურა, რაც თმასთან არის დაკავშირებული.

Read More

ქერტლი

ჯანმრთელი, მოვლილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს. თავის კანის ნორმალური მდგომარეობის დარღვევა – ზედმეტი სიმშრალე თუ ჭარბი ცხიმიანობა, თმის უეცარი დაცვენა, ქერტლი და სხვა ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებზე მიუთითებს.

თავის კანი და თმა იკვებება იმავე საკვებით, რითაც სხეულის თითოეული უჯრედი. თუმცა ზოგიერთი საკვები კი არ კვებავს ორგანიზმს, პირიქით უარყოფითად მოქმედებს მასზე. თავის კანისა და თმის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა: უხარისხო  საკვებმა, სისხლის მიმოქცევის მოშლამ, ნერვულმა დაძაბულობამ და სხვა. თმაზე დიდი გავლენა აქვს გარეგან ფაქტორებსაც, როგორიცაა: თმის უხეში ვარცხნა, გადახურება, სიცივე, ქიმიური შამპუნებისა და საღებავების გამოყენება.

Read More

თმის ტიპები

თმის ტიპები

ტერმინი – თმის ტიპები გულისხმობს: მშრალ, ნორმალურ, ცხიმიან, შერეულ, ასევე – რბილ და უხეშ, სქელ და თხელ, ჯანმრთელ და გამოფიტულ თმებს. თმის სწორი და ეფექტური მოვლისთვის, აუცილებელია, ზუსტად განვსაზღვროთ, რა ტიპის თმა გვაქვს და ამის მიხედვით მოვუაროთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მისი დაზიანების რისკი. თმების ცხიმიანობას კანის ტიპი განსაზღვრავს: თუ კანია ცხიმიანი, თმაც ცხიმიანია და პირიქით – მშრალ კანზე თმაც მშრალია. ნორმალური კანი ზომიერად ცხიმიანია; იგი არაა მშრალი, შესაბამისად – არ იქერცლება, არ აქვს მსხვილი ფორები და ფერიმჭამელები. ცხიმიანი კანი დაფარულია კანის ქონის სქელი ფენით და ახასიათებს სპეციფიური ცხიმოვანი ბზინვარება. ასეთ კანს გააჩნია ფართო ფორები.

Read More

ტრიქოტილომანია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქოტილომანია – (ბერძ. Thrix თმა +tillein ამოგლეჯა + mania სიგიჟე, შეშლილობა)ფსიქოპათოლოგიური სინდრომი, რომელიც ვლინდება საკუთარი თმის ამოგლეჯის დაუძლეველ სურვილში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა