Tag Archives: თმების

ფოგტ – კოიანაგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოგტ – კოიანაგის სინდრომი – (A. Vogt, შვეიცარელი ოფთალმოლოგი; Y. Koyanagi, იაპონელი ოფთალმოლოგი; სინ.: ნეიროდერმატოუვეიტი, ხარადის დაავადება, კოიანაგის სინდრომი) უცნობი ეტიოლოგიის სიმპტომოკომპლექსი, რომელშიც შედის თვალის (უვეიტი), კანისა და თმის (ვიტილიგო, გაჭაღარავება, გამელოტება), ასევე შიგნითა ყურის (დიზაკუზია) დაზიანება. საწყის (მენინგეალურ) პერიოდში აღინიშნება თავის ტკივილი, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, 

Read More

ტრიქოფაგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქოფაგია – პათოლოგიური ჩვევა: თმების მოკვნეტა და ჭამა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რადიოდერმიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიოდერმიტი – დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია კანზე იონიზირებადი, უპირატესად რენტგენის დასხივებით. განასხვავებენ მშრალ და სველ რადიოდერმიტს. ვლინდება თმების დაცვენით – ეპილაციით, რაც შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი. მოგვიანებით ვითარდება კანის ატროფია და დეპიგმენტაცია, ტელეანგიექტაზიების განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პინტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინტა – ტროპიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტების განსაკუთრებული სახე. ვლინდება კანზე გამონაყარით, თმების დაცვენით, კანის ატროფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ევროპეიდული რასა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევროპეიდული რასა – კაცობრიობის ერთ – ერთი ძირითადი დიდი რასა. დამახასიათებელია ღია ფერის კანი, რბილი და ტალღისებრი თმა, თმების საშუალო და ძლიერი ზრდა სახესა და ტანზე (მამაკაცებში), ვიწრო და მკვეთრად გამოწეული ცხვირი, თხელი ტუჩები. გავრცელების არე – ევროპა, ჩრდილი აფრიკა, წინა აზია; ჩრდილო ინდოეთი კოლონიზაციის შედეგად გავრცელდა

Read More