Tag Archives: თხელი

უჯრედის კუტიკულა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის კუტიკულა – (cuticula cellulae ლათ.cuticula – თხელი კანი) – 1. ზოგიერთი ეპითელური უჯრედის ზედაპირზე მკვრივი წარმონაქმნი, რომელიც მიმართულია გარემოსაკენ და შედგება უჯრედის მიერ გამომუშავებული ნივთიერებებისაგან; 2. ციტოპლაზმის ამონა­ზარდების მიკროხაოების სისტემა ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედების თავისუფალ ზედაპირზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ურემია

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის

Read More