Tag Archives: იმობილიზაცია

ჩირქოვანი ართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩირქოვანი ართრიტი – სახსრის ჩირქოვანი ანთება, ვითარდება ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური (ტრამვების დროს) გზით, სხვა კერიდან (ოსტეომიელიტი, ფლეგმონა) გავრცელების შედეგად. პროცესში ჩართული შეიძლება იყოს მხოლოდ სინოვიური გარსი (ჩირქოვანი სინოვიტი), სასახსრე კაფსულა ან ჩანთა, ძვლების სასახსრე ზედაპირები და, ბოლოს, სახსრის ყველა ელემენტი  –  პანართრიტი. უხშირესად ზიანდება მსხვილი სახსრები:

Read More

ტროქანტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროქანტერიტი – ბარძაყის ძვლის დიდი ციბრუტის ანთება, ხშირად ტუბერკულოზური წარმოშობისა. ვლინდება ტკივილით, რომელიც ძლიერდება ბარძაყის განზიდვისას, ბარძაყის ზედა გარეთა მესამედის შეშუპებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – კიდურის იმობილიზაცია; ტუბერკულოზური წარმოშობის დროს  – ანტიტუბერკულოზური საშუალებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კინბეკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კინბეკის დაავადება – მტევნის ნახევარმთვარისებრი ძვლის ოსტეოქონდროპათია. ვითარდება ხშირად მამაკაცებში 17 წლის ასაკში და ზემოთ. ვლინდება სხივ – მტევნის სახსრის, მტევნის ზურგის ზედაპირის ტკივილით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – მოძრაობითი აქტივობის შემცირება, იმობილიზაცია თაბაშირის ლონგეტით, ფიზიოთერაპია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

კვირისტავის ქონდრომალაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კვირისტავის ქონდრომალაცია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დეგენერაციულ – ნეკროზული ცვლილებებით კვირისტავის სასახსრე ხრტილში. წარმოიქმნება ტრავმის შედეგად. კლინიკურად ვლინდება ტკივილით, რომელიც ძლიერდება სახსარში მოხრისას და გაშლისას, კიბეზე სიარულის დროს. მკურნალობა: მოსვენებული დგომარეობა, იმობილიზაცია, ფიზიოთერაპია და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

გოფეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოფეს დაავადება – მუხლის სახსრის ცხიმოვანი ფრთისებრი ნაოჭების ჰიპერპლაზია და ფიბროზულ – სკლეროზული ჩანაცვლება. წარმოიქმნება როგორც დამოუკიდებელი დაავადება ერთჯერადი უმნიშვნელო ტრავმის ან ქრონიკული ტრავმატიზაციის შედეგად, ან თან ახლავს სახსრის სხვადასხვა დაზიანებებსა და ანთებით დაავადებებს. კლინიკური სურათი: განმეორებადი ბლოკადები დაზიანების გამო, სახსრის გაშლის ტკივნეულობა და გაძნელება; მოგვიანებით პალპირდება

Read More