Tag Archives: იმუნური

ცილოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილოვანი უკმარისობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ცილის (ძირითადი პლასტიური მასალა, რომელიც აუცილებელია ფერმენტების, ჰორმონების, იმუნური სხეულებისა და სხვ. სინთეზისათვის) შესვლის შემცირების ან შეწყვეტის შედეგად. შესაძლოა განპირობებული იყოს აგრეთვე ორგანიზმში ცილის გაძლიერებული დაშლით, მაგ. დამწვრობითი დაავადების, მძიმე ტრავმის, ჩირქოვან – სეპტიკური დაავადებებისას. ბავშვებში მსუბუქი ფორმა ვლინდება

Read More

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,

Read More

ქრონიკული ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს  მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი

Read More

ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქცია – რეციპიენტის ორგანიზმის იმუნური პასუხი გენეტიკურად სხვა ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვაზე. მიეკუთვნება ე. წ. ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის  რეაქციებს, რომლებიც მიმდინარეობენ მით უფრო ძლიერად, რაც უფრო მეტადაა გამოხატული გენეტიკური განსხვავება დონორსა და რეციპიენტს შორის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოქსინები

ტოქსინები – ბაქტერიული, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციების დარღვევას. ტოქსინებს, სხვა შხამებისაგან განსხვავებით, ახასიათებთ იმუნური აქტივობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი