Tag Archives: ინახება

ცოდნა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოდნა – (ინტ.) knowledge – ინფორმაციის სახეობა, რომელიც ცოდნის ბაზებში ინახება და ასახავს ადამიანის ცოდნას გარკვეულ საგნობრივ სფეროში. ცოდნას ახასიათებს: ინტერპრეტაციის შინაგანი უნარი, სტრუქტურირებადობა, დაკავშირებულობა, აქტიურობა. ხატოვანი გამოთქმით: „ცოდნა= ფაქტებს +შინაგანი რწმენა+წესები“. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფაილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფაილი – (ინტ.) file  მეხსიერების სახელწოდებულ არეში ჩაწერილ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც განიხილება როგორც განუყოფელი მთლიანობა; მეხსიერების არის  სახელი ერთდროულად ფაილის სახელიცაა. ფაილების სახელები ინახება დირექტორიებში, ანუ კატალოგებში. ფაილის სრული სახელი მოიცავს მის მოკლე სახელს, გაფართოვებას, რომელიც ფაილის ტიპს განსაზღვრავს და  იმ გზას, რომელიც საჭიროა პროგრამის მიერ ფაილი

Read More

სამკურნალო რეცეპტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამკურნალო რეცეპტები – XVIII – XIX სს. სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია დავით ბაგრატიონი (გიორგი XIII – ის უფროსი ვაჟი). ძეგლი შედგენილია რუს., ქართ., და ლათ. წყაროების საფუძველზე. ტექსტი დაყოფილია თავებად და დალაგებულია ანბანზე დაავადებების მიხედვით (მაგ., ანტონის ცეცხლისათვის…, ბუასილისათვის… და ა. შ.). თითოეულ დაავადებას ახლავს სათანადო რეცეპტი.

Read More

ერბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერბო – კარაქის გადადნობით მიღებული თეთრი ან ღია ყვითელი ფერის რბილი კონსისტენციის საკვები პროდუქტი, პლაზმისაგან განთავისუფლებული სუფთა რძის ცხიმი. ერბო შეიცავს 98% ცხიმს, 1% წყალს და 1% სხვა ნივთიერებას (ცილა, რძის შაქარი, მინერალური მარილები). ერბოს იღებენ დეფექტიანი კარაქისაგან (დეფექტს იწვევს პლაზმის – წყლიანი ნაწილის ცვლილება). გადადნობის შემდეგ

Read More

არქივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არქივი – საცავი ან ორგანიზაციული სტრუქტურა, სადაც ინახება ძველი დოკუმენტები. ორგანიზაციული დოკუმენტბრუნვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მედიცინაში აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და ხშირად, არქივის წარმოების წესები კანონით რეგულირდება. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა