Tag Archives: ინგლისური

გაბერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაბერის სინდრომი – (H. Haber, ინგლ. დერმატოლოგი) მემკვიდრეობითი სიმპტომთკომპლექსი; ხასიათდება კანის მომატებული მგრძნობელობით მზის სხივებისადმი; დაავადება ვლინდება ბავშვობის ასაკში, მყარი ერითემით ცხვირის, ლოყების, შუბლისა და ნიკაპის არეში, რომელიც ძლიერდება მზეზე ყოფნისას და თან ახლავს მცირედი წვა. გაფრთხილება!  

ბალენსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალენსის სიმპტომი – (Ch. Ballance, ინგლ. ქირურგი) პერკუტორული ხმიანობის მოყრუება მუცლის ღრუს ორივე მხარეზე; მოყრუება მარცხნივ, რომელიც არ გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის შეცვლისას მიუთითებს მუცლის ღრუში სისხლის შენადედების არსებობაზე, ხოლო მოყრუება მარჯვნივ, რომელიც გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის ცვლილებისას ნიშანია მუცლის ღრუში თხიერი სისხლის არსებობაზე; ნიშანია ელენთის გაგლეჯვისა. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ბასტიანის კანონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბასტიანის კანონი – (Н. Ch. Bastian, ინგლ. ნევროპათოლოგი) ფეხების პერიფერიული დამბლის განვითარება მყესთა რეფლექსების გაქრობით ზურგის ტვინის განივი დაზიანებისას, ხშირად მისი კისრისა და გულმკერდის ნაწილების ტრავმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ბარბერის პუსტულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარბერის პუსტულოზი – (Н. W. Barber, ინგლ. დერმატოლოგი) უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დერმატოზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერითემის უმტკივნეულო კერები და ხელისა და ფეხის გულების აქერცვლა ღრმა პუსტულების წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ამინოაციდურია

ამინოაციდურია – (aminoaciduria; ინგლ. amino acid ამინომჟავა + ბერძნ. uron შარდი; სინ. ჰიპერამინოაციდურია) შარდთან ერთი ან რამოდენიმე ამინომჟავას გამოყოფა, ან შარდში მათი ცვლის პროდუქტების არსერბობა, რომლებიც ნორმის პირობებში შარდში არ ვლინდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი