ქრომოსომის ლოკუსები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომის ლოკუსები – (loci chromosomatis ლათ.locus – ადგილი) ქრომოსომების უბნები, რომლებშიც ლოკალიზებულია განსაზღვრული მემკვიდრეობითი ფაქტორები – გენები . მორგანის მიხედვით, ქრომოსომებს აქვს მათში ლოკუსების განლაგების ინდივიდუალური ნახატი (რუქა). ტერმინი ეკუთვნის მორგანს (1915). იხ.გენები, ქრომოსომები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!