Tag Archives: ინერვაციის

ტრუნციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრუნციტი – (truncitis;   ანატ.  truncus   ღერო  +   – იტი) სიმპათიკური ღეროს ანთება; ვლინდება მწვავე ტკივილებით, პარესთეზიებით, ჰიპერჰიდროზით, ზოგჯერ ინერვაციის შესაბამისი ზონის ჰიპერემიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტერჯ – ვებერის დაავადება

სტერჯ – ვებერის დაავადება – ხასიათდება ანგიომატოზური ლაქების არსებობით სამწვერა ნერვის ტოტების ინერვაციის მიდამოში და ეპილეფსიური შეტევებით. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენა, ჰემიპარეზი პიგმეტური ლაქის მოპირდაპირე მხარეზე, ჰემიანოფსია. ზოგ შემთხვევებში ფსიქიკა შენარჩუნებულია და ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სეგმენტური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგმენტური დარღვევები – მამოძრავებელი, მგრძნობიარე, ვეგეტატიური დარღვევები ზურგის ტვინის გარკვეული სეგმენტის ინერვაციის ზონაში; ადასტურებს ზურგის ტვინის დაზიანებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რუსი – კორნილიას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსი – კორნილიას სინდრომი – პროგრესული ჰიპერტროფიული ნევრიტი მოზრდილებში. ფეხისა და ხელისგულების მგრძნობელობისა და ვეგეტატიური ინერვაციის გარდამავალი დარღვევები. ნერვულ ღეროებზე გასქელებები, კუნთების მოტორიკის დარღვევა და ატროფია, ტერმინალურ სტადიებში დამბლები, შარდისა და განავლის შეუკავებლობა, იმპოტენცია, ზურგტვინის სითხეში ცილის ზომიერი მომატება. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More