Tag Archives: ინსულტ

შვარც – ბატერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ბატერის სინდრომი – დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბ სეკრეციასთან, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას, სისხლში ნატრიუმის შემცველობისა და სმოსური წნევის  დაქვეითებას. ნატრიუმის გამოყოფა შარდთან გრძელდება. მიზეზები შესაძლოა იყოს ქალა – ტვინის ტრავმა, ინსულტები, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებები, ჰიდროცეფალია, ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ნეიროლუპუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროლუპუსი – ნერვული სისტემის დაზიანება სისტემური წითელი მგლურას დროს. ნეიროლუპუსის ძირითადი გამოვლინებებია ინსულტები, ენცეფალოპათია, რომელიც ვითარდება ტვინის მრავლობითი წვრილი ინფარქტების შედეგად, მიელოპათია, პოლინევროპათია. ავადმყოფთა ნაწილს უვითრდებათ ეპილეფსიური გულყრები და ქორეა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეოზინოფილური მიოზიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური მიოზიტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთოვანი ბოჭკოების ანთებითი დაზიანებითა და ეოზინოფილიით. კლინიკურად ვლინდება კუნთების (ხშირად წვივის კუნთების)  ტკივილით, შეშუპებით, გამკვრივებით, ეოზინოფილიით პერიფერიულ სისხლში. შესაძლოა გულის დაზიანებები გულის უკმარისობის განვითარებით, რეინოს სინდრომი, ფილტვის ინფილტრატები, ინსულტები, ანემია, ნევროპათია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More