Tag Archives: ინტოქსიკაციით

სტრეპტობაცილოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრეპტობაცილოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სტრეპტობაცილა და მსგავსია სოდოკუს დაავადებისა. დასნებოვნება ხდება ვირთხებისა და სხვა მღრნელების კბენით და ვლინდება 2 – 10 დღის შემდეგ დასნებოვნებიდან. ხასიათდება მაღალი ცხელებით, ინტოქსიკაციით, კანზე გამონაყრით, პოლიართრიტით. გრძელდება 2 კვირამდე. შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. დიაგნოზი ზუსტდება  მიკრობიოლოგიური და იმუნოლოგიური მეთოდებით. მკურნალობა –

Read More

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი