ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომნეზია – მეხსიერების ან მისი ცალკეული კომპონენტის შესუსტება. შესაძლოა იყოს დროებითი, ფუნქციონალური (გადატანილი ინტოქსიკაციის, ფსიქიკური ღელვისა და სხვ.), განპირობებული ასაკობრივი ცვლილებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული პერიტონიტი – ხშირად არის ტუბერკულოზური ეტიოლოგიის, წარმოიქმნება ინფექციის გავრცელების შედეგად მეზენტერული ან რეტროპეროტონეალური ლიმფური კვანებიდან ან საშვილოსნოს დანამატებიდან. შესაძლებელია ჰემატოგენური ინიფიცირება. დამახასიათებელია ქრონიკული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურით. შესაძლებელია ტუბერკულოზური პერიტონიტის მიმდინარეობის ორი ვარიანტი: ასციტური და ფსევდოსიმსივნური. უკანასკნელ შემთხვევაში ანთება იწვევს ნაწლავის მარყუჟების შეხორცებას და მექანიკური