ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია) – ადამიანის ფსიქიკაში მისი ცხოვრებისეული გზის მოვლენებს შორის დროებითი ურთიერთობების სისტემების ასახვა. ფსიქოლოგიურ დროში შედის: ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების ერთდროულობის, თანამიმდევრობის, ხანგრძლივობის, სიჩქარის შეფასება, მათი აწყმოსადმი კუთვნილება, სიშორე წარსულში და მომავალში, შეზღუდულობისა და გაჭიანურების, წყვეტილობისა და უწყვეტობის განცდა, დროის შეზღუდულობა და უსაზღვროობა, ასაკის, ასაკოვანი ეტაპების