Tag Archives: იღებენ

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

სომატური ნერვული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური ნერვული სისტემა – –  1. ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აინერვირებს სხეულის კუნთებს, უზრუნველყოფს ორგანიზმის სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს. ხერხემლიანი ცხოველების ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს ანერვიანებენ ზურგის ტვინის წინა რქებისა და თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის ზოგიერთი მოტორული ბირთვის ე. წ. მოტონეირონები. მათი კოორდინირებული მოქმედება ხორციელდება პირდაპირ ან ჩართული

Read More