Tag Archives: იშემიური

შიზოენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიზოენცეფალია – (ბერძ. schizein – გახლეჩა და enkephalos – თავის ტვინი)  თავის ტვინის განვითარების ანომალია, რომელიც ხასიათდება ნაპრალების არსებობით, რომელიც თავის ტვინის ნივთიერებას ყოფს 2 და მეტ ნაწილად; წარმოადგენს პორენცეფალიის სახესხვაობას და  შედეგია მუცელშიგა განვითარების პირველ კვირეებში განვითარებული თავის ტვინის იშემიური დესტრუქციისა. კლინიკურად შესაძლებელია აღინიშნებოდეს გონებრივი ჩამოჩენა

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More