Tag Archives: იძულებითი

სამედიცინო იძულებითი ღონისძიება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო იძულებითი ღონისძიება – კანონით დადგენილი იძულებითი სამკურნალო ზემოქმედება იმ პირებზე, ვინც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედების ან დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადია. ასეთ ადამიანებს სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით სამკურნალოდ ათავსებენ სასამართოს გადაწყვეტილებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პელეგრინ – შტიდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელეგრინ – შტიდის დაავადება – (A. Pellegrini, იტალ. ქირურგი; A. Stieda, გერმ. ქირურგი; სინ.: შტიდის მოტეხილობა, შტიდ – პელეგრინის სინდრომი) ბარძაყის ძვლის მედიალური ზედაროკის მიდამოში პარაარტიკულური ქსოვილების პოსტტრავმული ოსიფიკაცია. დაავადება აღინიშნება ორივე სქესის პირებში, უფრო ხშირად კი – მამაკაცებში, 25 – 45 წლის ასაკში. ვითარდება პირდაპირი დარტყმის

Read More

ორთოტონუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორთოტონუსი – (orthophoria; ორთო – + ბერძ. tonos დაძაბულობა)სხეულის იძულებითი მდგომარეობა გასწორებული ტანით, გაშლილი და მოზიდული კიდურებით; აღინიშნება ტეტანუსით დაავადებულებში, სხეულისა და კიდურების კუნთების მკვეთრი ტონური შეკუმშვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნათხემის ნუშურების დაწევის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნათხემის ნუშურების დაწევის სინდრომი – (syndromum descensus tonsillarum cerebelli; სინ. ნათხემის ნუშურების ჩაჭედვის სინდრომი) კეფის არეში თავის ძლიერი ტკივილებისა და თავის იძულებითი მდებარეობის შერწყმა გულ – სისხლძარღვთა და სუნთქვითი სისტემების ფუნქციის დარღვევებთან; ვითარდება ნათხემის ნუშურების დაწევით და მათი ჩაჭედვისას კეფის დიდ ხვრელში, მოგრძო ტვინზე ზეწოლით, უპირატესად ქალას

Read More

მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა) – რევმატიზმის ერთ – ერთი გამოვლენა, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ვითარდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში და უკავშირდება ანტინეირონალური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ბაზალური განგლიების ანტიგენებთან. წარმოიქმნება რევმატიზმის მწვავე შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჰიპერკინეზი წარმოიქმნება მწვავედ ან ქვემწვავედ. ხორხისა და

Read More