Tag Archives: კაკლის

ციკლოდიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოდიალიზი – (cyclodialysis; ბერძ. kyklos წრე, ციკლი + დიალიზი) ცილიარული (წამწამოვანი) სხეულის სკლერიდან აშრევების ოპერაცია, რომლის მიზანია თვალის კაკლის წინა საკანსა და სუპრაქორიოიდულ სივრცეს შორის კავშირის შექმნა; ოპერაციის მიზანია თვალშიგა წნევის დაქვეითება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია) – ხასიათდება ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობით. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის მიდამოებში და კბილებში, ირადიაციით საფეთქლის, ყურისა და დვრილებში მორჩისაკენ, ზოგჯერ კი  –  კეფის, კისრისა და ზედა

Read More

ტონომეტრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონომეტრია – (ბერძნ. tonos  –  დაძაბვა და … მეტრია) თვალისა, თვალშიგა წნევის გაზომვა. საორიენტაციო გაზომვისათვის იყენებენ ე. წ. პალპაციის მეთოდს, რომელიც თვალზე თითის დაჭერისას იძლევა სუბიექტურ წარმოდგენას თვალის სიმკვრივეზე. უფრო ზუსტია თვალშიგა წნევის გაზომვის ინსტრუმენტული მეთოდები ტონომეტრების საშუალებით . კონსტრუქციის მიხედვით არსებობს იმპრესიული და აპლანაციური ტონომეტრები. იმპრესიული

Read More

ტენონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენონიტი – თვალის კაკლის ბუდის ანთება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სკლეროპლასტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლეროპლასტიკა – (ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი +plastike გამოქანდაკება, პლასტიკა)სკლერაზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების საერთო სახელწოდება, რომლებიც მიმართულია მისი დეფექტის ჩასანაცვლებლად ან თვალის კაკლის ფორმის შესაცვლელად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა