Tag Archives: კალიუმის

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის

Read More

ქრომაფინური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინური უჯრედები – (chromaffinocyti ლათ. chromum  –  ქრომი და ბერძნ. affinis  –  მონათესავე) თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების  უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს. ორქრომმჟავა კალიუმის ხსნარით დამუშავების დროს ამ  უჯრედების ციტოპლაზმაში გროვდება აღდგე­ნილი ქრომის რუხი ნალექი, აქედან წარმოდგება სახელწოდებაც. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

ტვინის შეშუპება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის შეშუპება – – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქსოვილში სითხის დაგროვებით და კლინიკურად ვლინდება ქალაშიდა ჰიპერტენზიის სინდრომით. გამოყოფენ მის 4 ძირითად ტიპს. ციტოტოქსიკური შეშუპება მიმდინარეობს უჯრედებში წყლის დაგროვებით და დაკავშირებულია ენერგოდამოკიდებული ნატრიუმ – კალიუმის ტუმბოების მუშაობის დარღვეევასთან. მასში ჩართულია როგორც რუხი, ასევე თეთრი ნივთიერება. მისი

Read More

პერიოდული ოჯახური დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული ოჯახური დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზს საფუძვლად უდევს სისხლში კალიუმის დონის გარდამავალი დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. კუნთოვანი სისუსტის პირველი ნიშნები ვლინდება ბავშვობაში ან ახალგაზრდა ასაკში. ხშირად შეტევა იწყება დილით. კუნთების დამბლა

Read More