Tag Archives: კამბიური

მთავარი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მთავარი უჯრედები – (cellulae magistrales) 1. კუჭის ფუნ­დალური ჯირკვლების სხეულისა და ძირის არეში ძირითადი უჯრედები (exocrinocyti principales), რომლებიც გამოიმუშავებენ პროფერმენტ პეპსინოგენსა და ფერმენტ ქიმოზინს; 2. ფარისებრახლო ჯირკვლების ნათელი უჯრედები (მთავარი პარათიროციტები – endo­crinocyti parathyroidei principales), რომლებიც ჰორმონ პარათირეო­იდინს გამო­ყოფენ; 3. ჰიპოფიზის წინა ნაწილის კამბიური უჯრედები, რომლებიც სუსტად

Read More

კამბიური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიური უჯრედები – (cellulae cambiales ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)  განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებითაც უჯრედის აგებულების ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების დაღუპვის ხარჯზე ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის პირობებში. მათ ახასია­თებს ცხოველმყოფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და მუდმივ ყოფნა მიტოზურ ციკლში.

Read More