Tag Archives: კანკალი

გიიენ – ალანჟუან – მატიეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გიიენ – ალანჟუან – მატიეს სინდრომი – (G. Guillain, ფრან. ნევროპათოლოგი; Th. Alajouanine, ფრან. ნევროპათოლოგი; A. Mathieu, ფრან. ექიმი) ჰემიპარეზი, რომელიც ვლინდება მგრძნობელობის ცალმხრივი მოშლით, ნათხემოვანი დარღვევებით (ინტენციური კანკალი, ჰემიასინერგია, ადიადოქოკინეზი), თითების ქორეოათეტოზური მოძრაობებითა და ცალმხრივი საფეთქლისმიერი ჰემიანოფსიით; აღინიშნება ჰიპოთალამუსის მახლობლად თავის ტვინის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

გენიოსპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გენიოსპაზმი – ნიკაპის კანკალი, რომელსაც იწვევს ნიკაპქვეშა კუნთის მაღალი სიხშირის არიტმიული შეკუშვები; წარმოადგენს ფოკალური მიოკლონიის ვარიანტს. ხშირად აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი და იწყება ბავშვობის ასაკში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა