Tag Archives: კანს

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანზე და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი,

Read More

ტერატომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერატომა – 1. (teratoma ბერძნ.teras, teratos  –  მახინჯი და  – oma  –  სიმსივნე)  თანდაყოლილი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება პლურიპოტენტური ემბრიონული ქსოვილისგან. ასეთი სიმსივნე შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქსოვილოვანი კომპონენტის ნარევს (კანს, თმას, კუნთებს, ტვინოვან ქსოვილსა და ა.შ.). ტერატომა შეიძლება იყოს პირველადი სასქესო  უჯრედების წარმონაქმნიც, რომელიც შენარჩუნე­ბულია არადიფერენცირებულ მდგომარეობაში მათი

Read More

სპოროტრიქოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპოროტრიქოზი – (sporotrichosis; სინ.: ბერმან – გუჟეროს დაავადება, სპოროტრიქოზული ლიქენი) ქრონიკული ღრმა მიკოზი, რომელიც აზიანებს კანს, კანქვეშა უჯრედისს, ლორწოვან გარსებს, ლიმფურ კვანძებს, იშვიათად შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. ინფექციის წყაროა ნიადაგი, ზოგიერთი მცენარე. ინფექციის შეჭრის გზაა დაზიანებული კანი, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 8 – 30

Read More

გარეთა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გარეთა ოტიტი – არსებობს ორი ფორმა – შემოსაზღვრული და დიფუზური. შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი წარმოიქმნება ინფექციის შეღწევისას (ხშირად სტაფილოკოკისა) გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ – ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებსა და ცხიმის ჯირკვლებში, რასაც ხელს უწყობს მცირე ტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირია შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით, ჰიპოვიტამინოზით დაავადებულ პირებში. ზოგჯერ

Read More