Tag Archives: კანში

ქსანთომა

ქსანთომა – 1. xanhtoma (ბერძნ. Xanhtos ყვითელი,  – oma სიმსივნე)  მოყვითალო ფერის კვანძოვანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლიპოიდების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან; ვითარდება კანში, ხშირად თვალის ქუთუთოში. 2.   კანსა და ზოგიერთ ქსოვილში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კეროვანი ჩალაგება; გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის  პროცესების მოშლით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქოლესტეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლესტეროზი – (cholesterosis)პათოლოგიური პროცესი, რომელიც აღინიშნება ქოლესტერინის ცვლის დარღვევებისას. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ნაღვლის ბუშტის კედლის ლიპიდური ინფილტრაციით. იშვიათად აღინიშნება ე. წ. ექსტრავეზიკულური ქოლესტეროზის გამოვლინება – ლიპიდების ჩალაგება კანში, ღვიძლგარეთა ნაღვლის სადინრის, კუჭ – ნაწლავის  კედლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრუასიერ – ჰანო – შოფარის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრუასიერ – ჰანო – შოფარის დაავადება – ბრინჯაოს დიაბეტი, ჰემოქრომატოზი, საფუძვლად უდევს ჰემოსიდერინის და ჰემოფუსცინის ჩალაგება შინაგან ორგანოებსა და კანში. ეტიოლოგია უცნობია. დამახასიათებელია კანის ჰიპერპიგმენტაცია, მსგავსი ადისონის დაავადების (იხ.) დროს არსებულის, რაც განსხვავებით უკანასკნელთან არ აღინიშნება ლორწოვანებზე, ჰიპერგლიკემია (პანკრეასის ციროზული გადაგვარების გამო), ღვიძლის გადიდება (პიგმენტური ციროზი), სპლენომეგალია,

Read More

ტიმეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიმეს სინდრომი – შინაგანი სეკრეციის რამდენიმე ჯირკვლის უკმარისობის თანაარსებობა. ესენია: მკერდუკანა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი. ნიშნები: დაღლილობა, არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, ზრდაში შეფერხება. პირველი ფაზა იწყება სქესობრივ მომწიფებამდე  –  გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზების დახურვის შეჩერება, ცვლილებები სახსრებში, თხელი თმიანობა, არადამაკმაყოფილებელი თმიანობა (წარბების, წამწამების, იღლიებში), კუნთების

Read More

სარკოფსილოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოფსილოზი – ტროპიკული პარაზიტული დაავადება; იწვევს კანში მიწის რწყილის ჩანერგვა. ვლინდება ქავილით, ათებითა და დაჩირქებით პარაზიტის ჩანერგვის ადგილზე. მკურნალობა – პარაზიტის მოცილება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა