Tag Archives: კაპილარების

რუმპლ – ლიდის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუმპლ – ლიდის სიმპტომი – წერტილოვანი სისხლჩაქცევების წარმოქმნა ხელის დისტალურ ნაწილებში მის ზევით ჟგუტის დადების დროს. სიმპტომი მიუთითებს კაპილარების დაზიანებაზე ქუნთრუშის დროს ან ძლიერი თრომბოციტოპენიის შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როსკამის ანგიიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როსკამის ანგიიტი – (J. Roskarn,  ბელგ. ჰემატოლოგი; სინ. ანგიიტი ალერგიული დისემინირებული) კანისა და ლორწოვანი გარსების ვასკულიტის ფორმა, რომელსაც თან ახლავს სპონტანური სისხლჩაქცევები და სისხლდენები (მაგ. ცხვირიდან), განპირობებული კაპილარების კონსტიტუციური მტვრევადობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა