Tag Archives: კარბუნკული

ჩირქოვანი ინფექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩირქოვანი ინფექცია – ანთებითი პროცესი, რომელსაც იწვევს ჩირქმბადი მიკროფლორა (სტაფილო  –  , სტრეპტო  –  , პნევმოკოკები, ნაწლავის ჩხირი და სხვ.). შესაძლებელია იყოს ადგილობრივი (აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული, კარბუნკული და სხვ.) და ზოგადი (სეფსისი) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიოდერმია – 1. დერმატოზების საერთო სახელწოდება, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, იშვიათად სხვა გამომწვევევბით და ხასიათდება კანის ჩირქოვანი ანთებით. 2. კანის ჩირქოვანი დაზიანება. შეიძლება იყოს რომელიმე მქავანა დაავადების გართულების ან კანში ჩირქმბადი კოკების შეჭრის შედეგი. 3. პიოდერმია (კანისა და ვენ. დაავ.) – კანის ჩირქოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჩორქმბადი

Read More

პარანეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარანეფრიტი – თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. შეიძლება იყოს პირველადი (წელის მიდამოს ჭრილობებისას) ან მეორადი (ანთებადი თირკმლიდან ინფექციის გადაცემისას, აგრეთვე სხვა ანთებითი კერებიდან – ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი და ა.შ. – ჰემატოგენური გზით ჩირქმბადი მიკრობების გადატანის შემთხვევაში). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პარანეფრიტი იწყება მძაფრად: უეცრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება

Read More

კარბუნკული

კარბუნკული კარბუნკული (carbuncle) – რამდენიმე თმის პარკისა და ირგვლივი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კეფის მიდამო და ზურგი. ფურუნკულის გადასვლას კარბუნკულში ხელს უწყობს ტრავმატიზაცია, შაქრიანი დიაბეტი. კარბუნკული – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება მტკივნეული ინფილტრატი კანის მკვეთრი ჰიპერემიით, სადაც განლაგებულია რამდენიმე ფისტულის ხვრელი ჩირქოვანი გამონადენითა და ნეკროზული ფსკერით. ინფილტრატი ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მკაფიო საზღვრების გარეშე.

Read More

პიოდერმია

პიოდერმია – კანის ჩირქოვანი დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება მასში ჩირქმბადი მიკრობების შეღწევის შედეგად. წარმოადგენს კანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას. პიოდერმია – ეტიოლოგია, პათოგენეზი გამომწვევი – სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.  პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოგენური დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, სისხლის დაავადებები, ვიტამინების ცვლის დარღვევები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები, სიმსუქნე, ღვიძლის დაავადებები, ნევროპათიები და სხვ.), ეგზოგენური ზემოქმედებები და ხანგრძლვი

Read More