Tag Archives: კარცინომა

კარცინომოემბრიონული ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი კარცინომოემბრიონული ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ნაყოფის ორგანიზმში და ჯანმრთელ მოზდრილ ადამიანში არ ხვდება.შეიძლება გამომუშავდეს კარცინომის დროს (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის კარცინომის დროს),მაგრამ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნის მცირედ მგრძნობიარე მარკერი.კარცინომოემბრიონული ანტიგენი ონკოფეტალური ანტიგენის მაგალითია,რომელიც გამოიყენება როგორც სხვადასხვა სიმსივნეების ინდიკატორი.  

შიმკეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიმკეს სინდრომი – მემკვიდრეობითი მრავლობითი ენდოკრინული ხასიათის სიმსივნეთაკომპლექსი: ფარისებური ჯირკვლის მედულარული კარცინომა შეუღლებული ორმხრივ ფეოქრომოციტომასთან, პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერპლაზიასა და ადენომასთან. ადგილი აქვს აკტჰ, ერითროპოეტინის, კალციტონინის და სხვ. ჰორმონების ექტოპიურ პროდუქციასაც. სინონიმი: სიპლის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, იზრდებიან ნელა, ძნელად გადანაცვლდებიან, იწვევენ ძლიერ ტკივილს, მიმიკური მუსკულატურის დამბლას. ამ სიმსივნისათვის დამახასიათებელია ჰემატოგენური მეტასტაზირება

Read More

ლიმფოეპითელიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოეპითელიომა – (lymphoepithelioma; ლათ. Lympha სუფთა წყალი + ეპითელიომა; სინ.: შმინკეს სიმსივნე, სინციტიალური კარცინომა, გარდამავალ – უჯრედოვანი კიბო) ხახის ავთვისებიანი სიმსივნე, ბრტყელუჯრედოვანი კიბოს სახესხვაობა. როგორც წესი ლიმფოეპითელიომა ვითარდება ლიმფოიდური ქსოვილით მდიდარ ხახის პირისა და ცხვირის ნაწილებში; ხშირია 30 – 40 წლის ასაკში, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნებოდეს ბავშვებშიც. ლიმფოეპითელიომის

Read More

ადენოკარცინომა

ლალი დათეშიძე ადენოკარცინომა – ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე. შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ჯირკვლოვან ორგანოში (საკვერცხეებში, კუჭში და სხვ.) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები