კაფსულა
კაფსულა – (ლათ. capsule პატარა კოლოფი) – 1. ზოგიერთი ბაქტერიის გარემომცველი შემაერთებელქსოვილოვანი ან ლორწოვანი გარსი. ასრულებს დამცველობით ფუნქციას. გააჩნია ანტიგენური თვისებები. განასხვავებენ მაკრო- და მიკროკაფსულებს. 2. ცუდი გემოს ან სუნის მქონე წამლების გადასაყლაპავად გამოყენებული ჟელატინის ან სახამებლის სპეციალური გარსი (ბუდე). 3. შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, აპკი, რომელიც გარს აკრავს ზოგიერთ ვისცერულ ორგანოს (ღვიძლს, თირკმლებს), აგრეთვე უცხო სხეულებს, პარაზიტებს