Tag Archives: კედლებში

ქოლესტეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლესტეროზი – (cholesterosis)პათოლოგიური პროცესი, რომელიც აღინიშნება ქოლესტერინის ცვლის დარღვევებისას. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ნაღვლის ბუშტის კედლის ლიპიდური ინფილტრაციით. იშვიათად აღინიშნება ე. წ. ექსტრავეზიკულური ქოლესტეროზის გამოვლინება – ლიპიდების ჩალაგება კანში, ღვიძლგარეთა ნაღვლის სადინრის, კუჭ – ნაწლავის  კედლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვის აცინუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის აცინუსი – (acinus pulmonalis ლათ.pulmo, pulmonis  –  ფილტვი)   ფილტვის რესპირაციული ნაწილის (portio respiratoria pulmonis) სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება რესპირაციული ბრონქიოლის, ალვეოლების სავალისა და ალვეოლათა პარკების კედლებში განლაგებულ ალვეოლათა სისტემისაგან, რომ­ლებიც ახორციელებენ აირთა ცვლას სისხლსა და ალვეოლების ჰაერს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

რაიტერ – პომპენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაიტერ – პომპენის სინდრომი – კარდიო – ვაზო – რენული სინდრომი. ხასიათდება კანის და შინაგანი ორგანოთა სისხლძარღვთა კედლებში 2 – ამინოფოსფატიდების ჩალაგებით. კანში წარმოიქმნება კერატოანგიომები. ზიანდება გული (კორონარული სისხლის მიმოქცევის უპირატესი მოშლით), თირკმელები (ჰემატურია, პროტეინურია; ცილინდრურია), ღვიძლი, ელენთა, ვლინდება ცვლილებები თვალის ფსკერზე. ეტიოლოგიურ მომენტად ითვლება ცხიმოვანი ცვლის

Read More

პნევმატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმატოზი – პათოლოგიური პროცესი, რომელიც ხასიათდება ღრუ ორგანოების კედლებში მრავლობითი ჰაეროვანი ცისტების წარმოქმნით. მის წარმოქმნას უკავშირებენ ორგანოებსა და ქსოვილებში აირწარმომქმნელი მიკროორგანიზმების შეღწევას, ლიმფური ძარღვების განვითარების მანკებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ესთეზიონეირობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ესთეზიონეირობლასტომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წარმოქმნილია ყნოსვის ნეიროეპითელის უჯრედებისაგან: ლოკალიზდება ცხვირის ღრუს კედლებში, ხახის ცხვირის ნაწილში და ცხავის ლაბირინთში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა