Tag Archives: კერის

ოსტეობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტომა – ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, გამოირჩევა გიგანტური ზომებით. უპირატესად ლოკალიზდება ხერხემალში, შესაძლებელია დააზიანოს ჩონჩხის სხვა ძვლებიც. დამახასიათებელია ინტენსიური ტკივილები დაზიანების კერის მიდამოში, რომელიც კუპირდება ანალგეტიკებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერის სიმპტომი – (H. H. Kerr, ამერ. ქირურგი) კანის ტროფიკული ცვლილება ინერვაციის ზონაში, რომელიც შეესაბამება ზურგის ტვინის უბანს მისი დაზიანების ქვევით.- (Н. Kehr) 1. ძლიერი ტკივილი მარცხენა მხარში ელენთის გასკდომის დროს;  2. ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშა არეში პალპაციის დროს, რომელიც ძლიერდება ჩასუნთქვის პერიოდში; წარმოადგენს ქოლეცისტიტის ნიშანს.(2) გაფრთხილება! ბმულები:

Read More