Tag Archives: კვება

ჰიპოტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტროფია – 1. (hypotrophia ბერძნ. hypo  –  ქვეშ, ქვევით და trophe  –  კვება)  ქსოვილებისა და უჯრედების მოცულობის შემცირება მათი კვების გაუარესებასთან დაკავშირებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  ადრეული ასაკის ბავშვებში კვების ქრონიკული დარღვევა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ხარისხის გამოფტვით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ჰიპომაგნიემია

ჰიპომაგნიემია  – ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომაგნიემია – სისხლის შრატში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება. ეტიოლოგია, პათოგენეზი მიზეზები: არარაციონალური კვება, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, ჰიპოდინამია, სტრესი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონალური კონტრაცეფცია, მრავალი ავადმყოფური მდგომარეობები. სიმპტომები, მიმდინარეობა ვლინდება სისუსტით, დეპრესიით, თავის ტკივილით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რითმის დარღვევებით, თრომბოზებისადმი, კრუნჩხვებისადმი, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით.

Read More