Tag Archives: კიდეების

წვივის ვარიკოზული წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვივის ვარიკოზული წყლული – ვითარდება წვივისა და ბარძაყის ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად ხდება წვივის ქვედა მესამედის წინა შიგნითა ზედაპირის კანის განლევა, ეს უკანასკნელი მშრალია, დაჭიმული და მბზინვარე. მასზე ჩნდება დამახასიათებელი პიგმენტური ლაქები, შემდგომ ვითარდება მცირე ზომის წყლული, რომელიც თანდათანობით იზრდება. ხდება

Read More

ნერვული ლულა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული ლულა – (tuba nervosa) ნერვული სისტემის ემბრიო­ნული ნერგი, წარმოიქმნება ნერვული ფირფიტისაგან, რომელიც შუა ხაზის დონეზე ჩაიდრიკება და გარდაიქმნება ნერვულ ღარად (sulcus neuralis). უკანასკნელი გარდაიქმნება ლულად ნერვული ღარის მარჯვენა და მარცხენა კიდეების შეზრდის შედეგად. ამავე დროს, ნერვული ლულა ჩაიძირება კანის ექტოდერმის ქვეშ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

მარსუპიალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარსუპიალიზაცია – (ლათ. Marsupium ჩანთა, ტომარა)მუცლის, გულმკერდის ღრუს ორგანოების ცისტების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ცისტების გახსნაში, შიგთავსის ამოღებაში და მისი კედლის კიდეების ცირკულარულ გაკერვაში. ნაჩვენებია დაჩირქებული გიგანტური, განსაკუთრებით თხელკედლიანი ცისტების დროს, ასევე იმ შემთხვევებში, თუკი ისინი შეეზარდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს და რომელთა ამოკვეთა ან რეზექცია შეუძლებელია.

Read More

კოლობომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლობომა – ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ ქუთუთოს კიდეების, ფერადი გარსის, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, ბადურას და სხვ. რიგ თანდაყოლილ ან შეძენილ დეფექტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა