Tag Archives: კიდის

პოტის მოტეხილობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოტის მოტეხილობა – (P. Pott, ინგ. ქირურგი) ორივე კოჭისა და დიდი წვივის ძვლის უკანა კიდის მოტეხილობა ტერფის ქვეამოვარდნილობით ან ამოვარდნილობით უკან ან უკან და გარეთ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოპისთიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპისთიონი – (opisthion, PNA; ბერძ. opisthen უკან) ანთროპოლოგიური წერტილი: კეფის დიდი ხვრელის უკანა კიდის შუა ნაწილი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნერის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერის რეფლექსი – (V. Neri, იტალ. ნევროპათოლოგი) პათოლოგიური რეფლექსი: მხრის განზიდვა, წინამხრის მოხრა და პრონაცია ბეჭის გარეთა კიდის პერკუსიის დროს; ნიშანია პირამიდული გზების დაზიანებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნაღვლკენჭოვანი დაავადება

ნაღვლკენჭოვანი დაავადება – (ქირურგ.) ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების წარმოქმნით. მის განვითარებას ხელს უწყობს ქოლესტერინის და ზოგიერთი მარილის ცვლის დარღვევა, ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექციები, ნაღვლის გამოსვლის დარღვევა ბუშტიდან. კენჭები შეიძლება შედგებოდნენ ქოლესტერინისგან, ბილირუბინისგან, კალციუმის მარილებისგან. სიმპტომები. ყველაზე ტიპიურია ნაღვლის კოლიკა და დისპეფსიური მოვლენები. კოლიკის დროს ვითარდება ტკივილი, ხშირად ძალიან ძლიერი, მარცხენა ნეკნქვეშა

Read More

მერფის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მერფის სიმპტომი – სუნთქვის შეჩერება მარჯვენა ნეკნთა რკალზე ან ღვიძლის კიდის ქვევით თითების მსუბუქი ზეწოლისას, რაც იწვევს ტკივილს ღრმად ჩასუნთქვის დროს. წარმოადგენს მწვავე ქოლეცისტიტის კლასიკურ ნიშანს. ის შესაძლოა აღინიშნებდეს ჰეპატიტის დროსაც. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა