Tag Archives: კიდურთა

იულინგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იულინგერის სინდრომი – ჰიპერტროფიული ოსტეოდერმოპათია, გენერალიზებული ჰიპეროსტოზი პაქიდერმიით. ნიშნები: კიდურთა დაგრძელება, ლულისებრი ძვლებისა და მენჯის ძვლების ჰიპეროსტოზი, პაქიდემია განსაკუთრებით წინამხარისა და კოჭის მიდამოში, თავის ქალასა და შუბლზე, თითები დოლის ჩხირისებრი, ყურის ნიჟარები გასქელებული, ფრჩხილები – საათის მინისებური. დაავადება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უფრო ხშირად მამაკაცებში. პროგრესირება ნელია

Read More

დარიე – რუსის სარკოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დარიე – რუსის სარკოიდი – (J. Darier, ფრანგი დერმატოლოგი, G. Roussy ფრანგი პათოლოგი და ნევროლოგი) კანის იშვიათი დაზიანება; ვლინდება კანქვეშ ღრმად განლაგებული უმტკივნეულო კვანძების სახით; დაავადების მიმდინარეობა ქრონიკული, იშვიათად ქვემწვავეა. კვანძების კონსისტენცია მკვრივი, ფორმა სფეროსებრია. კვანძები განლაგებულია იზოლირებულად, ზოგჯერ კი ერწყმის ერთმანეთს; დაწყლულება არ ახასიათებს; დამახასიათებელი ლოკალიზაციაა

Read More