Tag Archives: კოლაგ

რეტიკულური ბოჭკო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური ბოჭკო – (fibra reticularis)   შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოს სახესხვაობა, რომელიც შეიცავს ცილა კოლაგენს (III ტიპის) და ნახშირწყლების მომატებულ რაოდენობას. მორფოლოგიური დახასიათება: უფრო თხელია, იტოტება, ქმნის ბადეს, ვერცხლის მარილებით იმპეგნირებისას მკვეთრად არგიროფილურია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ოსტეოფსატიროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოფსატიროზი – ჩონჩხის მემკვიდრეობითი სისტემური დაავადება, რომელიც განპირობებულია I ტიპის კოლაგენის წარმოქმნის დარღვევით. ხასიათდება ძვლების პათოლოგიური მტვრევადობით. მიმდინარეობს ხერხემლისა და კიდურების გამრუდებით ძვლების მრავლობითი მოტეხილობების შედეგად; ხშირად სკლერების მოცისფრო შეფერვით, კბილების განვითარების ანომალიებით, სმენის დაქვეითებით. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ნეკრობიოზი ლიპიდური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეკრობიოზი ლიპიდური – (necrobiosis; ბერძ. Nekros მკვდარი + bios სიცოცხლე; ბერძ. Lipos ცხიმი + eidos სახე) კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება კოლაგენის ლიპიდური დისტროფიითა და კეროვანი დეზორგანიზაციით. ხშირად ავადდებიან საშუალო ასაკის ქალები. ზიანდება წვივის წინა ზედაპირის კანი, უმეტესად სიმეტრიულად. დაავადება იწყება ერთი ან რამდენიმე ლაქის, ან მოწითალო

Read More