Tag Archives: კომპლექსის

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება.

Read More

არგიროფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგიროფილია – (argyrophilia ბერძნ.argyros – ვერცხლი და philia – სიყვარული) უჯრედების ზოგიერთი სტრუქტურული ელე­მენტის უნარი, აღადგინოს ლითონური ვერცხლი აზოტმჟავა ვერცხლის მარი­ლიდან. ამ დროს ლითონური ვერცხლი ილექება. არგიროფილია ახასიათებს ნეიროფიბრილებს, გოლჯის კომპლექსის ელემენტებს, რეტიკულურ ფიბ­რილებსა დაზოგიერთ სხვა უჯრედოვან სტრუქტურას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More