Tag Archives: კონიუნქტივიტით

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეიტერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეიტერის დაავადება – 1. რეიტერის სინდრომი, რეიტერის  ტრიადა, ურეთრო – ოკულო – სინოვიური სინდრომი, ინფექციურ – ალერგიული დაავადებაა. ახასიათებს მწვავე ურეთრიტის, კონიუნქტივიტისა და მრავლობითი ართრიტის შერწყმა (ზიანდება ქვედა კიდურთა დიდი სახსრები, ზოგჯერ ხერხემლის სახსრებიც). უვითარდებათ უმთავრესად გენეტიკურად განწყობილ პირებს, რომლებმაც გადაიტანეს არასპეციფიკური ურეთრიტი, დიზენტერია ან იერსინიოზი. სინონიმები:

Read More

ნეიმანის აფთოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიმანის აფთოზი – (I. Neumann, ავსტრიელი დერმატოლოგი) უცნობი ეტიოლოგიის აფთოზური სტომატიტისა და ვულვიტის შერწყმა, მძიმე ზოგადი მდგომარეობის ფონზე, რომელიც ზოგჯერ მიმდინარეობს პოლიმორფული ან კვანძოვანი ერითემით, პოლიართრიტით, კონიუნქტივიტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა