Tag Archives: კონცენტრულად

ყვითრის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბირთვი – (nucleus interphasicus) ოოციტების ციტოპ­ლაზმაში ჰეტეროგენული წარმონაქმნი, რომელიც შედგება უჯრედის ცენტრის გარშემო დაგროვილი მიტოქონდრიებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, გარშემორტყმული არიან კონცენტრულად მდებარე ყვითრის ფენების მრავალი შრით. ეს უკანასკნელები პროდუცირდება გოლჯის კომპლექსის სხეულაკების მონაწილეობით. ყვითრის ბირთვი ყვითრის წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. სინ.ბალბიანის სხეული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ოსტეონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეონი – (osteon ბერძნ.osteon – ძვალი) ლულისებრი ძვლის კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება სისხლძარღვის გარშემო კონცენტრულად დაშრევებადი ძვლოვანი ფირფიტებისაგან და ხასიათდება ორ მეზობელ ფირფიტაში კოლაგენურ ბოჭკოთა მიმართულების სხვადასხვაობით, რითაც უზრუნველყოფილია ძვლის სიმტკიცე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

კონცენტრული სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონცენტრული სკლეროზი – დემიელიზირებადი დაავადების იშვიათი ვარიანტი, რომლის დროსაც დემიელინიზაციის კერებს აქვთ ფენოვანი აგებულება, კონცენტრულად განლაგებული თეთრი ნივთიერების ხარჯზე, სრული ან ნაწილობრივი დემიელინიზაციით. განიხილავენ როგორც გაფანტული სკლეროზის ვარიანტს. დიაგნოსტირდება მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ბალოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალოს დაავადება – (J. Balo, უნგრ. პათოლოგი) დემიელინიზირებადი დაავადება, კლინიკურად შილდერის დაავადების მსგავსი (ცენტრალური დამბლები და პარეზები, ჰიპერკინეზები, ეპილეპტოფორმული გულყრები, მხედველობის დარღვევა, ფსიქიკის მოშლილობები და სხვ. ), მაგრამ მისგან განსხვავდება თავის ტვინის თეთრ ნივთიერებაში ნერვული ქსოვილის კონცენტრულად განლაგებული შეცვლილი რგოლისებრი უბნების არსებობით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული

Read More