Tag Archives: კოს

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

სამედიცინო პარაგრაფები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო პარაგრაფები – ”  –  XVIII ს. (1714 – 24) სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია ვახტანგ VI. წიგნი შედგება 37 პარაგრაფისაგან, სადაც ძირითადად დახასიათებულია არაორგ. წარმოშობის სამკურნ. საშუალებანი, მათი შემზადების და გამოყენების წესები; აღწერილია წამლები, რომლებსაც იყენებდნენ ხველების, გულის, კუჭ – ნაწლავის, ფილტვების, სახსრების და სხვ. დაავადებათა დროს;

Read More

რეციპიენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეციპიენტი – 1. (ფსიქოლოგია)  (ლათ. recipientis – მიმღები) სუბიექტი, რომელიც ღებულობს მისადმი ადრესირებულ ცნობას. სუბიექტი, რომელიც რეაგირებს ცნობაზე, – რესპოდენტი. 2.  (ლათ. Recipiens – მიმღები)  ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც გადაუნერგავენ სხვა ორგანიზმის  ორგანოს, ქსოვილს ან უჯრედს სამკურნალო მიზნით, ექსპერიმენტში, ან კოსმეტიკური მიზნებისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ლიპოის მჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოის მჟავა – გოგირდის შემცველი მონოკარბონის მჟავა. მონაწილეობს როგორც კოფერმენტი ორგანიზმის ჟანგვით რეაქციებში. წარმოადგენს ზრდის ფაქტორს ზოგიერთი მიკროორგანიზმისათვის.- (კანისა და ვენ. დაავ.) lipoma ცხიმოვანი ქსოვილიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. ლოკალიზდება უპირატესად  კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, შემოსაზღვრულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. ლიპომებს გააჩნიათ ნორმალური კანის ფერის, ნახევარრკალისებური, შეხებით რბილი კვანძების შესახედაობა, რომლებმაც

Read More

კოს – მეიგსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოს – მეიგსის სინდრომი – ამ დროს არის სითხის დაგროვება პერიტონეუმში, პლევრის ღრუში და საკვერცხის ფიბრომა. ანალოგიური ნიშნები შეიძლება იყოს საკვერცხეში სხვა ხასიათის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დროსაც. გვხვდება ძირითადად ხანშიშესულ ქალებში. საკვერცხის სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ სითხე პლევრის და მუცლის ღრუში ქრება. სინონიმები: დემონს – მეიგსის სინდრომი,

Read More