ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის
მწვავე ურემია (თირკმლის მწვავე უკმარისობა) – ხასიათდება შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის მწვავე დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების მომატებით, წყალ – ელექტროლიტური თანაფარდობის და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით. მწვავე ურემია უვითარდებათ ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა გენეზის შოკი, თირკმლების ტოქსიკური დაზიანება მწვავედ მიმდინარე ინფექციების, კერძოდ სეფსისური აბორტების, აგრეთვე შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას, კუნთების ტრავმული დაბეჟილობებისას, უროლოგიური დაავადებებისას, რომლებიც