Tag Archives: კრიზი

ცერებრული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული კრიზი – ტერმინი, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის პაროქსიზმული დაზიანებების აღსანიშნავად. განსხვავებით ჰიპერტონული კრიზისაგან, იგი ხასიათდება არტერიული წნევის ნაკლებად მკვეთრი მომატებით და მეტად გამოხატული ზოგადტვინოვანი გამოვლინებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომაფინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ტაქიკარდიას, თავის ტკივილებს, თვბრუსხვევას, ემოციურ არამდგრადობას, ოფლიანობას, მადის დაქვეითებას,

Read More

ქოლინერგული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლინერგული კრიზი – მიასთენიის დროს ავადმყოფებში კუნთოვანი სისუსტის მკვეთრი მომატება სუნთქვის უკმარისობის განვითარებით, რაც გამოწვეულია ანტიქოლინესთერაზული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღებით, რომელთა ჭარბი რაოდენობა ახდენს ნერვ – კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას. ვლინდება გუგების შევიწროება, აკომოდაციის პარეზი, ნერწყვისა და ბრონქული ლორწოს ჰიპერსეკრეცია, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის გაძლიერება, ფაღარათი, ღებინება,

Read More

ტაბესური კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაბესური კრიზი – შეტევები ზურგის ტვინის ტაბესიანი ავადმყოფში, რომელიც ვლინდება ინტენსიური გამჭოლი ფესვური ტკივილებით და გამოხატული ვეგეტატიური დისფუნქციით (გაძლიერებული ოფლდენა, ტკივილი მუცელში, დიზურია) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიმპათოადრენალური კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათოადრენალური კრიზი – ვეგეტატიური კრიზების სახესხვაობების ტრადიციული აღნიშვნა, რომლებიც უპირატესად ვლინდება სიმპათოადრენალური სისტემის სიმტომების აქტივაციით – ტაქიკარდიით, ტრემორით, გუგების გაფართოებით, კანის საფარველის სიფერმკრთალით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა