ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპარათირეოზი (ტეტანია) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებით, ნერვ – კუნთოვანი აგზნებადობის მომატებითა და კრუნჩხვითი სინდრომით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლჰარდის ფსევდოურემია – ფოლჰარდის კრუნჩხვითი ურემია. ამ დროს თირკმლების ფუნქცია არ იცვლება, ნარჩენი აზოტის რაოდენობა სისხლში არ არის მომატებული. მისი ნიშნები წარმოიქმნება ტვინის ინტრა და ექსტრაცელულარული შეშუპებით. კლინიკური ნიშნებია – თავის ტკივილი, ღებინება, ბრადიკარდია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე ნეფრიტის დასაწყის სტადიაში. [“3”]
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფეერის დაავადება – აკროდინული სინდრომი, პოლინეიროპათული ერითროდერმია – უცნობი ეტიოლოგიის დაავადება (ძირითადად ბავშვებში ხუთ წლამდე), დამახასიათებელია ქცევის შეცვლა გამოხატულ ფსიქიკურ დარღვევებამდე. კიდურთა კანზე არის პოლიმორფული ცვლილებები, აღინიშნება ძლიერი ქავილი, ტკივილი და ასევე გულ – სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, კუნთების ჰიპოტონია, პარეზები, დამბლები, ზოგჯერ კრუნჩხვითი შეტევები. სინონიმები: ზელტერ –
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფებრილური შეტევები – კრუნჩხვითი ეპილეფსიური შეტევები, ძირითადად ბავშვებში 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ფარგლებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე. წარმოიქმნება რაიმე ნევროლოგიური დარღვევების გარეშე და აქვს გენერალიზებული ხასიათი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა