Tag Archives: კუნთებში

პერნიციოზული ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერნიციოზული ანემია – დაავადება რომელიც განპირობებულია ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ სისხლწარმოქმნის დარღვევასთან. მისი მიზეზია კუჭში ე. წ. კასლის შინაგანი ფაქტორის გამომუშავების არარსებობა, რაც აუცილებელია B12 ვიტამინის ათვისებისათვის, კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიის, კუჭის რეზექციისა და სხვ. დროს. ვლინდება ანემიის არასპეციფიკური სიმპტომებით (ქოშინი, სისუსტე, გულის ფრიალი და სხვ.),

Read More

ოტოგენური სეფსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოტოგენური სეფსისი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის გართულებას. ვითარდება ანთებითი პროცესის სიგმოიდური, იშვიათად განივი ვენური წიაღის კედელზე გადასვლის დროს. ინფექციის შედეგად წიაღში ჩნდება თრომბი, რომელიც შემდგომ ჩირქდება. შესაძლებელია ჩირქოვანი თრომბის მოწყვეტილი ნაწილების ჰემატოგენური გზით გავრცელება ფილტვებში, სახსრებში, კუნთებში,

Read More