Tag Archives: კუნთი

გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ნერვული აირი

განმარტებითი ლექსიკონი ნერვული აირი – აირი, რომელიც იწვევს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული კუნთების ნორმალური ფუნქციის დარღვევას.არსებობს ნერვული აირის 2 ჯგუფი: G-ნივთიერებები  და V-ნივთიერებები.V-ნივთიერებების ერთმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

ანტაგონისტი

განმარტებითი ლექსიკონი ანტაგონისტი – 1.კუნთი,რომელიც სხვა კუნთის (აგონისტის) საპირისპიროდ მოქმედებს.აგონისტების და ანტაგონისტების მუშაობა ადამიანს ნორმალური მოძრაობის საშუალებას აძლევს.2.სამკურნალო ან სხვა რომელიმე ნივთიერება,რომელიც  სხვა სამკურნალო ნივთიერების ან ადამიანის სხეულში სხვა რომელიმე ქიმიური პროცესის საპირისპირო მოქმედებას ავლენს.

საღეჭი კუნთები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საღეჭი კუნთები – 1. ღეჭვის პროცესთან დაკავშირებული 4 წყვილი კუნთი. საღეჭ კუნთებს განეკუთვნება ზედაპირულად მდებარე საღეჭი, საფეთქლისა და ღრმად მდებარე შიგნითა და გარეთა ფრთისებრი კუნთები. საღეჭი კუნთები ამოძრავებს ქვედა ყბას, რაც უზრუნველყოფს ზედა და ქვედა ყბების კბილებს შორის მოქცეული საკვების დაქუცმაცებას (დაღეჭვას) ან საკვების ძირითადი მასიდან ნაწილის

Read More

პერიმიზიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიმიზიუმი – (perimysium ბერძნ.peri – გარშემო და mys, myos – კუნთი) მსხვილკუნთოვანი ბოჭკოების გარშემო შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა