Tag Archives: კურდღლის

ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება – ტულარემია, კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება, იწვევს ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანი კი  –  სხვადასხვა ფეხსახსრიანი. ადამიანზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან  –  ლორწოვანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი.

Read More

პარინოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარინოს დაავადება – კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება. გამომწვევი ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანები კი – სხვადასხვა ფეხსახსრიანნი. ადამიანებზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტით და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი. პრაქტიკულად დიაგნოზისათვის მნიშვნელოვანია სეროლოგიური და

Read More

მგლის ხახა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მგლის ხახა – 1. იხმარება ბრჭყალებში ”მგლის ხახა” (palatum schisum – გახლეჩილი სასა, სასის ნაპრალი) სასის განვითარების მანკი. იგი ხშირად კომბინირებულია გახლეჩილ ტუჩთან ე.წ.„კურდღლის ტუჩთან“ (schistochilia – გახლეჩილი ტუჩი) – ზედა ტუჩის შეუხორცებლობასთან (განვითარების მანკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

დიზრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიზრაფია – განვითარების მანკების საერთო სახელწოდება, რომელიც ხასიათდება რაიმე ანატომიური სტრუქტურების შეუხორცებლობით შუა ხაზთან, მაგ. ხერხემლის მალების რკალების შეუხორცებლობა, მაგარი სასის ნაპრალი (მგლის ხახა) და ზედა ტუჩის ნაპრალი (კურდღლის ტუჩი) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა